ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
თითქმის ერთი კვირაა Omega და Swatch საიდუმლო პროექტზე საუბრობენ. The New York Times-ში გამოქვეყნდა რეკლამები ლოზუნგებით: „დროა შევცვალო შენი Swatch“, ან „დროა შევცვალო შენი OMEGA". გუშინდელ დღემდე არავინ იცოდა, რაში მდგომარეობდა ახალი პროექტის საიდუმლო.
თუმცა კომპანიებმა დღეს „გამოაჩინეს“ ახალი MoonSwatch, რომელიც ძირითადად Omega Speedmaster Moonwatch-ია. უჟანგავი ფოლადის კორპუსის ნაცვლად, MoonSwatch დამზადებულია Swatch Bio-Ceramic-ისგან, რომელიც არის ⅔ კერამიკის და ⅓ ბიო-პლასტმასის ნარევი აბუსალათინის თესლის გამოყენებით.
როგორც ამბობენ, არავინ იცის ეს რას ნიშნავს, თუმცა ხალხში ინტერესი დიდია.
ახალ MoonSwatch-ს 11 ვარიაცია აქვს - 11 ფერი. თითოეული ფერი კონკრეტულ პლანეტას შეესაბამება. თითოეული კომბინაცია უნიკალურია ზეციური სხეულისთვის, რომელიც მას წარმოადგენს.
გარდა ამისა, ყველა საათი აღჭურვილია ორმაგი „ასაფხრეწი“ ქამრით. საათის ფასი 260 დოლარია. საათი დღეიდან მხოლოდ Swatch-ის შერჩეულ მაღაზიებში გაიყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მას შემდეგ, რაც Swatch-მა საიდუმლო გაამჟღავნა, სხვადასხვა ქვეყანაში მაღაზიებს ასობით ადამიანი მიაწყდა.
ნახეთ მაღაზიებთან მდგარი ხალხის ვიდეო: