1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ექვსმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა მზადყოფნა სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვას რუსეთის ენერგორესურსებზე. ამის შესახებ უკრაინის Naftogaz-ის პრესსამსახური იტყობინება.
კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა აკრძალა ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან, კანადამ აკრძალა ნავთობის იმპორტი. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე.
გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე გერმანია გეგმავს მთლიანად უარი თქვას რუსეთის ნავთობზე, ხოლო ბულგარეთი და პოლონეთი უარს ამბობენ რუსული გაზის მიწოდებაზე 2023 წლიდან.
იქამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ევროპაში მიწოდებული გაზის გადახდაზე რუსული რუბლით. ამ განცხადების შემდეგ ევროპაში ადგილზე გაზის ფასი 17%-ით გაიზარდა და 1 000 კუბურ მეტრზე 1 340 დოლარი შეადგინა.
ავსტრიულმა კომპანიამ უარი თქვა რუსული გაზის რუბლით გადახდაზე.
ლატვიამ განაცხადა, რომ არ შეისყიდის გაზს რუსეთიდან რუბლში, ვინაიდან „კონტრაქტი არ ითვალისწინებს სხვა ვალუტაში გადახდის შესაძლებლობას, გარდა ევროსი“.
ასევე, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი უფრო ლაკონიური იყო და თქვა: „ევროპაში გაზში რუბლებს არავინ გადაიხდის“.