პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1743449220
სუდანში, საავადმყოფოს აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
უპილოტო საფრენი მოწყობილობით თავდასხმა, ქალაქ ელ ფიშერში, ერთადერთ მოქმედ სამედიცინო პუნქტზე განხორციელდა.
ადგილობრივი მთავრობა თვლის, რომ თავდასხმის უკან სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარე ე.წ. სწრაფი მხარდაჭერის ძალები დგას.
გაერთიანებული სახელმწიფოების თანამდებობის პირი , რომელიც სუდანის ჰუმანიტარული მოქმედებების კოორდინატორია, სოციალურ ქსელში წერს , რომ სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა, სუდანის შეიარაღებულ ძალებს, 48 საათით ადრე, ქალაქის ევაკუაციის ულტიმატუმი წაუყენა.