1753387731
12 წლის გოგონა სკოლიდან გაიტაცა, გააუპატიურა და მოკლა... - სერიული მკვლელის უკანასკნელი მსხვერპლის წარმოუდგენელი ამბავი და სასიკვდილო განაჩენი, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო

აშშ-ს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად სასტიკი სერიული მკვლელი ტედ ბანდის ამბავი მრავალი რომანისა თუ ფილმის ინსპირაცია გახდა.
1970-იან წლებში, როდესაც ტედ ბანდის სახელი უკვე დაკავშირებული იყო მრავალ მკვლელობასა და აუტანელ სისასტიკესთან, 12 წლის კიმბერლი ლიჩის ტრაგიკული ამბავი გახდა ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე შემზარავი შემთხვევაა.
კიმბერლი ლიჩის გაუჩინარება და ორთვიანი მოლოდინი
1978 წლის 9 თებერვალს, ჩვეულებრივი სასკოლო დღეს, როგორც ყოველთვის, კიმბერლი ლიჩი სკოლაში წავიდა.
მოზარდი ვალენტინობის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდა და იმ დღის მეორე ნახევარში გეგმავდა დედასთან ერთად ტანსაცმლის ყიდვას.
გაკვეთილზე, მისმა დამრიგებელმა სთხოვა დაბრუნებულიყო კლასში, სადაც თავის ჩანთა დარჩა. კიმბერლი მივიდა, მაგრამ აღარ დაბრუნებულა.
მეგობრებმა, რომლებიც შეთანხმებულ ადგილას ელოდნენ კიმბერლს, გოგონას დაგვიანება საეჭვოდ მიიჩნიეს და შეატყობინეს მასწავლებელს. გოგონა არც გაკვეთილებს აცდენდა და არც შეხვედრებზე იგვიანებდა.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, 9 თებერვალს Clarence Anderson-მა დაინახა თეთრი მანქანა გზაზე, რომელიც გოგონა ჩასვეს. ის კაცს გამოჰყავდა.
თვითმხილველს ეგონა, რომ მამაკაცი გოგოს მამა იყო, იფიქრა: ალბათ გოგონამ რამე დააშავა სკოლაში და მამას გამოჰყავსო. მოწმე ფოტორობოტის შესაქმენლად განყოფილებაში წაიყვანეს. ეს იყო ერთადერთი მტკიცებულება, როცა კიმბერლი უკანსკნლეად ნახეს.
ტედ ბანდის დაპატიმრება და კიმბერლი ლიჩის მოძებნა
თებერვლის შუა რიცხვებში, 15 თებერვალს, ტედ ბანდი დააპატიმრეს ფლორიდაში, პენსაკოლაში, როდესაც იგი იმყოფებოდა მანქანით, რომელიც მოპარული იყო და ფლობდა მოწმობებს და საკრედიტო ბარათებს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.
კიმბერლი ლიჩის მოძებნისთვის დაწყებულმა მასშტაბურმა საძიებო ოპერაციამ თებერვლის შემდეგ განაგრძო მუშაობა. 7 აპრილს, ფლორიდის სუანისის მდინარის მახლობლად, 45 მილის დაშორებით Lake City-სგან, პოლიციელმა შემთხვევით იპოვა მეტალის პატარა ნაგებობა, სადაც ადამიანის ცხედრის ნაშთები იყო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კიმბერლი ლიჩის ნეშტი.
სასამართლო და სასჯელი
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, კიმბერლი გარდაიცვალა ძალადობით, დაზიანებები ჰქონდა ყელის არეში და სხეულზე. გოგონა გაუპატიურებული იყო. მას მკვეთრად ეტყობოდა სექსუალური ძალადობის კვალი. მოკლული გოგონას ცხედარი ერთ-ერთ ქალაქგარე ფერმაში ღორებს მიუგდო.
1978 წლის ივლისში ტედ ბანდის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი კიმბერლი ლიჩის მკვლელობისთვის.
ბანდის სასამართლო პროცესი გაიმართა 1980 წლის იანვარში, სადაც ის დამნაშავედ ცნეს. მკვლელობის სისასტიკის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გამო, ტედ ბანდის მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. იგი სიკვდილმისჯილის სკამზე დაისაჯა 1989 წლის 24 იანვარს.
ტედ ბანდის დანაშაულები, მათ შორის 12 წლის კიმბერლი ლიჩის მკვლელობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საშინელი სისხლის სამართლის საქმეა.
თუმცა სამწუხაროდ, ამ ამბის ცენტრში — კიმბერლის — სახელი ხშირად გვერდით რჩება და ხალხის ყურადღება ძირითადად ბანდის პერსონაზე კონცენტრირდება.
მისი ახლობლები და მეგობრები მუდმივად ცდილობენ, რომ კიმბერლი არ დაივიწყონ და მისი სულიერი მეხსიერება გააცოცხლონ. მათ სურთ, რომ ყველამ დაინახოს, რომ ეს ტრაგედია არ არის უბრალოდ „სერიალური მკვლელის კიდევ ერთი საქმე“, არამედ დაკარგული უდანაშაულო ბავშვის სულისშემძვრელი ტრაგედიაა.