1753194847
MEGOBARI აქტის მიღება შეჩერდა

MEGOBARI აქტისს მიღება შეჩერებულია. ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აცხადებს, რომ ამის მიზეზი სამი სენატორია, რომლებმაც ვეტო დაადეს ამ საკითხს.
როგორც რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, ეს სენატორები არიან მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენ პოლი.
„MEGOBARI აქტი, მნიშვნელოვანი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, შეფერხებულია სამი სენატორის, მარკვეინ მალინის, მაიკ ლის, რენ პოლის მიერ. ჩემი ერთადერთი შეკითხვაა: რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა“, – წერს ალექს რაუფოღლუ.
ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.