დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ საქართველოზე მთავარი ფოკუსი არის კვლავ რეფორმებზე, რათა დაეხმარონ NATO-ს წევრობისკენ სვლაში.
ამავდროულად, სტოლტენბერგი განმარტავს, რომ ახალ წევრთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მოითხოვს NATO-ს ყველა წევრის თანხმობას.
„არის სამი ქვეყანა, რომელიც NATO-ს წევრობისკენ ისწრაფვის. ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველო და უკრაინა, ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა. ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ეს არის მთავარი ფოკუსი, ახლა ფოკუსი წევრობაზე არაა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ მათ NATO-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთხმად მხარდაჭერას, ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება NATO-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.