8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა
1762533554
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკაციაზე სროლის შედეგად, სამი ადამიანია მოკლული, ხუთი კი დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებენ. როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება საღამოს, 20:18 საათზე მიიღო. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ხელისუფლება უნივერსიტეტის კამპუსის მიმდებარედ მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას დარჩენისკენ მოუწოდებენ.