1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
13 თებერვალი სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა… იმ ბიჭის, 28 წლის ასაკში რომ წამებით მოგვიკლა სისტემამ…იმ ბიჭის, რომლის გმირმა დედამ და ოჯახმა ღირსების მაგალითი გვაჩვენა. ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, ნაც-ლიბერალებთან ერთად რომ აპირებენ შინ ევროპისკენ სვლას," - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
13 თებერვალი სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა… იმ ბიჭის, 28 წლის ასაკში რომ წამებით მოგვიკლა სისტემამ… იმ ბიჭის, მთელმა საქართველომ რომ ჩავიკარით გულში, ვიცნობდით თუ არ ვიცნობდით… იმ ბიჭის, რომლის გმირმა დედამ და ოჯახმა ღირსების მაგალითი გვაჩვენა…
ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, ნაც-ლიბერალებთან ერთად რომ აპირებენ შინ ევროპისკენ სვლას…
კოლექტიურ ზურა გირჩთან ერთად რომ გინდათ თავისუფლებით ტკბობა - გახსოვდეთ, რომ ეს ღიმილის ბიჭი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის ბრძანებით გაიტაცეს, სასტიკი წამებით მოკლეს, შემდეგ ცილი დასწამეს, დანაშაული მიჩქმალეს, შემსრულებელი ჯალათები სასათბურე პირობებში ამყოფეს, მალევე გაათავისუფლეს, სრულიად პოლიტიკური ვერტიკალი გაპრავებაზე ამუშავეს… კონფორმისტებმაც წაიყრუეს, ბევრმა გააპრავა და დღემდე აპრავებს… ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და იმ ძალაუფლების გემო ენატრებათ, სანდროს დასჯის ბრძანებას რომ გასცემდნენ და უმალ სრულდებოდა…"- წერს ვატო შაქარიშვილი