1692302192
სოციალურმა მედიამ, შესაძლოა, გამოჯანმრთელების პროცესი შეაფერხოს - აი, რატომ

ბოლო დროს ცნობილი ადამიანების ტრავმების შესახებ სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება. მათი მიზანი ძირითად შემთხვევაში თანაგრძნობის გამოწვევა კი არა, გამომწერების მომატება და მილიონობით ნახვის დაგროვებაა. როცა ტრავმების მოშუშება ონლაინ გართობად იქცევა, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: ეს ტენდენცია ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ხელს უწყობს, თუ პირიქით - მათ რისკიანი ქცევისკენ უბიძგებს? ეს თავის მხრივ რეაბილიტაციის პროცესს აფერხებს.
ტრავმირებული ადამიანები ერთმანეთს ონლაინ რჩევებს უზიარებენ. ბევრისთვის რეაბილიტაცია საჯარო წარმოდგენად იქცა. ეს უკვე მხოლოდ ცნობილ ადამიანებს არ ეხებათ. თითქმის ყველა მცირე ქირურგიული ჩარევების შემდგომ მკურნალობის პროცესის ვიდეოებს ციფრულ დღიურებად აქცევს. ზოგიერთები სასარგებლო რჩევებს ან ემოციურ მხარდაჭერას გვთავაზობენ, სხვები კი სწრაფად გამოჯანმრთელების გზებზე ამახვილებენ ყურადღებას.
სხვების გამოჯანმრთელების პროცესის ყურება შეიძლება დამამშვიდებელი და გამამხნევებელი იყოს. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი მართლაც სწორად უდგება საქმეს. სულ უფრო მეტი ექიმი, ორთოპედი, ფიზიოთერაპევტი თუ სხვა, სოციალურ ქსელებს პროფესიონალური რჩევების გასაცემად იყენებს.
მათთვის, ვისაც რთულად მიუწვდება ხელი რეალურ სამედიცინო მომსახურებაზე, ეს სანდო ინფორმაცია შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მასალას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. ყველაზე ნახვადი ვიდეოების ავტორები ხშირად არა პროფესიონალი ექიმები, არამედ ცნობილი, გავლენიანი ადამიანები, ე.წ. ინფლუენსერები არიან.
ის, რაც ამ ვიდეოებს ხშირად აკლია, სწორედ გამოჯანმრთელების ნამდვილი, ნაკლებად თვალსაჩინო რეალობაა: შეშუპება, მდგომარეობის გაუარესება, დასვენება და ნელი, ზოგჯერ დამღლელი პროცესი. გამოჯანმრთელება დროსა და სწორად დაგეგმილ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამ პროცესის უგულებელყოფამ შეიძლება, შეფერხება, ქრონიკული ტკივილი, ტრავმის გამეორება ან გრძელვადიანი გართულებები გამოიწვიოს.
2025 წლის კვლევამ, რომელიც მუხლის ტრავმებზე TikTok-ის ვიდეოებს იკვლევდა, აჩვენა, რომ უმეტესობა არაპროფესიონალების მიერ იყო გადაღებული. ხშირ შემთხვევაში ისინი არაზუსტ ან არასრულ ინფორმაციას შეიცავდა. კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ასეთი დეზინფორმაცია მოლოდინებს არ ამართლებს და თან შეიძლება, გამოჯანმრთელების პროცესი გაწელოს.
ექიმები ამ ტენდენციების შედეგებს უკვე ხედავენ. ბევრ მათგანს უთქვამს, რომ მათთან პაციენტები სოციალურ მედიაზე დაფუძნებული არარეალისტური მოლოდინებით მიდიან. ადამიანები იმედგაცრუებულები არიან, რადგან ვიდეოში ნანახივით სწრაფად ვერ იკურნებიან. სხვები კი ვარჯიშს მაშინ იწყებენ, როცა სხეული ჯერ კიდევ მზად არ არის.
ონლაინ დეზინფორმაციის საფრთხის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც კი აღნიშნა. როცა ადამიანები პროფესიონალურ დახმარებას სოციალურ მედიაში ნანახი "მოკლე გზებით" ვცვლით, მხოლოდ გამოჯანმრთელებას არ ვაფერხებთ. ამ დროს შეიძლება, უარესი სამედიცინო პრობლემებიც გამოვიწვიოთ, რომელთა მართვა ექიმებისთვის კიდევ უფრო რთული ხდება.
კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდებს აქტიურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნების ფსიქოლოგიური სურვილი აქვთ. ამან შეიძლება, რეაბილიტაციისადმი ერთგულება შეამციროს და ხელახალი ტრავმის რისკი მკვეთრად გაზარდოს. ნამდვილ გამოჯანმრთელებას დრო, მოთმინება და დასვენება სჭირდება.