1692302192
„იქ უკეთესად ვითარდებიან...“ - სად დავასვენოთ ბავშვები, მთაში, სოფელში თუ ზღვაზე?

პედიატრი თამთა ივანაშვილი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს და გვირჩევს, სად უნდა დავასვენოთ ჩვენი შვილები, მთაში თუ ზღვაზე. მისი შეფასებით, ბავშვები სოფლად უკეთესად ვითარდებიან, ხოლო ზღვიდან ხშირად ბრუნდებიან უამრავი ინფექციით და დაავადებით.
ექიმის რეკომენდაციაა, რომ მინიმუმ, 1 თვით დაისვენონ პატარებმა. „ბავშვები, რომლებიც რომლებიც ზაფხულში დიდხანს ისვენებენ თუნდაც სოფლად, თუნდაც ზღვაზე და მთაში, ისინი ზამთარში ნაკლებად ავადობენ“.
„ზაფხული ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვებთან ერთად დავისვენოთ. დასვენება არ არის არის მხოლოდ დასვენება, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების ხელშესაწყობად და თუ ჩვენ ამას ოჯახთან ერთად გავაკეთებთ, ეს კიდევ გაზრდის იმ სარგებელს, რაც შეიძლება ბავშვებს მოუტანოს ზაფხულმა.
რაც შეეხება მთაში, ზღვაზე თუ სოფელში? ნებისმიერი ადგილას, სადაც თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი პატარები, სადაც არ არის გამონაბოლქვი, სადაც არის მეტი მცენარე, სადაც იქნება ნაკლები ეკრანი, ყველა დასვენება მათთვის ძალიან სასარგებლოა.
რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ მათ რამდენიმე ადგილს მოუნაცვლებთ, ეს მათ არა მარტო ჯანმრთელობას, განვითარებასაც მიეხმარება. დასვენება ძალიან ცალსახად მიგვაჩნია ხოლმე, მხოლოდ ჰაერის შეცვლა, დასვენება მხოლოდ ჰაერის შეცვლა არ არის. ეს არის ძალიან ბევრი ახალი უნარის ჩამოყალიბება.
მშობლები თავადაც აღნიშნავენ, რომ ბავშვები სოფლად უკეთ ვითარდებიან. ეცნობიან ცხოველებს, იცნობენ ახალ მეგობრებს, ახალ გარემოს, აღიქვამენ ბუნებას... ამიტომ სარგებელი ათასმაგია მათი გარეთ გაყვანით, თუნდაც სოფელში.
თუ მშობლები დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც განკუთვნილია, ზღვაზე როგორ მოიქცნენ და პირველ ადგილას თავიანთ სიამოვნებას არ დააყენებენ და გაუფრთხილდებიან ბავშვების ჯანმრთელობას, დაახლოებით ერთი წლის ასაკისთვის მათი ზღვაზე წაყვანა შეიძლება. წესები ასეთია: ბავშვი ზღვის სანაპიროზე დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ უნდა გაიყვანოთ. ბავშვები სპეციალური ქოლგის ქვეშ უნდა იყვნენ, მათ ღია ფერის ტანსაცმელი უნდა ეცვათ, სასურველია, მთელი სხეული დაფარული გქონდეთ და ეხუროთ ქუდი. აუცილებელია, ჰქონდეთ წყალი, რომ ისინი დატენიანდნენ და თუ პატარებს ჩვენ გავუფრთხილდებით და დავიცავთ ყველა წესს, შეიძლება მშობლებმა ყველგან წაიყვანონ.
ერთი რჩევა მაქვს, ბავშვები იყვნენ იქ, სადაც ახლოს არის სამედიცინო სერვისები, 0-დან 1 წლამდე. რაიმე საჭიროების შემთხვევაში ძალიან შორს რომ არ აღმოჩნდნენ სამედიცინო სერვისებიდან,“ - ამბობს პედიატრი.