Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
სომხური მედიის ინფორმაციით, ტერორისტების ჯგუფი იერუსალიმის სომხურ უბანს დაესხა თავს. 30-მდე შავებში ჩაცმული თავდამსხმელი სახეს ნიღბით მალავდა. ისინი ცრემლსადენი გაზით, ქვებით, ჯოხებითა და სხვა საშუალებებით იყვნენ შეიარაღებულები.
სომხური მედია იუწყება, რომ ტერორისტების მიზანი სომხების ტერიტორიიდან გაყვანა და დაშინება იყო. მოგვიანებით ადგილზე პოლიციაც გამოჩნდა, რომელმაც ორი პირი დააკავა.
დაპირისპირებისას მძიმედ დაშავდა სომხური სასულიერო აკადემიის რამდენიმე მღვდელი და დიაკონი. ასევე, დაშავებულები არიან სტუდენტები და ადგილობრივები.