1737660135
სომხეთს არ აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა რუსეთს, ზეწოლა მოეხდინა ხელისუფლებაზე, რათა სომხეთი გაწევრიანებულიყო საბაჟო კავშირში - ალენ სიმონიანი
სომხეთს არ აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირთან, ასევე არ აქვს საერთო საზღვარი რუსეთთან, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა რუსეთს, ზეწოლა მოეხდინა სომხეთის ხელისუფლებაზე, რათა სომხეთი გაწევრიანებულიყო საბაჟო კავშირში, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელების მონაწილეობით პანელური დისკუსიის შემდეგ გაიმართა.
სომხური მედიის ცნობით, სიმონიანმა აღიარა, რომ სასურსათო უსაფრთხოება და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ზოგიერთი გადამწყვეტი კომპონენტია.
„მაგრამ ეს არ ეხება ამას, არამედ ღირებულების სისტემას, იმას, როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. ეს ჩვენი არჩევანის საკითხია. ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ავტორიტარული ქვეყანა, სადაც არ იქნება არჩევნები, უფლებები და თავისუფალი მედია. ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი გამოწვევები, მაგრამ ის თავისუფალია და აქვს დემოკრატიის მაღალი დონე. ჩვენს გონებაში უკვე გავაკეთეთ ეს არჩევანი და მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ არჩევნების ან რეფერენდუმის გზით“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1737660660