წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თბილისის ქუჩების ნაწილს 24 იანვარს შეუწყდება. 

„24 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. N68-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 იანვრის დილის 10:00 საათიდან 24 იანვრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილის 1 მ/რ-ის N1-17 (კენტებს), N2-18 (ლუწებს), ჯავახეთის N91, ჯავახეთის N166-180 (ლუწებს), სვანების ბაზრობას.

24 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ნიაბის ქ. N31-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 იანვრის 12:00 საათიდან 24 იანვრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

გალავნის (გოლოვანი) N13-33 (კენტებს), N14-34 (ლუწებს), თეძამის, განთიადის, კვესეთის, სათემოს, ნიაბის N1-45 (კენტებს) N2-46 (ლუწებს) ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.