რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
სომხეთი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
„ყარაბაღის თავდაცვის არმიის“ ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები, რის შედეგადაც დაიღუპა 1 და დაშავდა 8 სომეხი სამხედრო.
თავის მხრივ, ბაქო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერევანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული არმიის პოზიციების მისამართით ცეცხლი გახსნეს. მათი ინფორმაციით, ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა ჯარმა კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო.