პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.
აქამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა
სომხეთი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
„ყარაბაღის თავდაცვის არმიის“ ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები, რის შედეგადაც დაიღუპა 1 და დაშავდა 8 სომეხი სამხედრო.
ცნობისთვის, ვითარება 1 აგვისტოს გამთენიისას დაიძაბა.
შეგახსენებთ, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 2020 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა.