რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა 150-მა დეპუტატმა მიიღო.
კანონს 76-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, "ენჯეოებმა" სავალდებულო წესით, ყოველწლიურად, ამ წლის ივლისიდან დაფინანსების წყარო უნდა გაასაჯაროონ.
ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა კანონი რობერტ ფიცოს კრიტიკოსების დაშინების და ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში ჩათრევის მცდელობად შეაფასეს.