სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების მოწოდებების საპასუხოდ და არა ფინანსურ ბაზრებზე არსებული რყევებისგან

სკოტ ბესენტი

აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების მოწოდებების საპასუხოდ და არა ფინანსურ ბაზრებზე არსებული რყევების გამო.

ბესენტის თქმით, ჩინეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია დიდი შეცდომაა.

„ჩვენ ვართ ქვეყანა დეფიციტით. მაშ, რას ვკარგავთ, როდესაც ჩინეთი ჩვენთან მიმართებაში ტარიფებს ზრდის? ჩვენ მათთან ხუთჯერ ნაკლებ ექსპორტს ვახორციელებთ, ვიდრე ისინი ჩვენთან. ეს მათთვის დამარცხებული პოზიციაა“, – ამბობს ბესენტი.

ბესენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად ჩაერთვება სავაჭრო მოლაპარაკებებში.