1692302192
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასად ალ-შაიბანი ნიუ იორკში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამ დროისთვის უცნობია, ვისთან გამართა შეხვედრა სირიის მთავრობის წარმომადგენელმა.
ასად ალ-შაიბანიმ, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს შეხვედრებზე დასასწრებად იმყოფება, აშშ-ში შესასვლელად შეზღუდული ვიზა მიიღო.
ეს არის პირველი შეხვედრა აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ალ-შაიბანის შორის, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე გაიმართა.
გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა სირიას წარუდგინა რვა პირობა, რომელთა შესრულებაც სურს დამასკოსგან. სხვა საკითხებთან ერთად, სია მოიცავს დარჩენილი ქიმიური იარაღის მარაგების განადგურებასა და უზრუნველყოფას, რომ უცხოელებს არ მიენიჭოთ მაღალი თანამდებობები მმართველობაში. შეხვედრის შესახებ კითხვაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ აშშ ამ დროისთვის სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებას არ ახორციელებს.