„მივმართავ ყველას, მოერიდონ...“ - გოგა მანიას უახლესი გაფრთხილება
1769806775
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქალებს სილამაზის საიდუმლო გაუმხილა. ამის შესახებ Telegram-არხი „პულ პერვოგო“ იუწყება.
ბელარუსის ლიდერი მინსკში მდებარე საწარმო „პლანარს“ ეწვია, სადაც სიტყვით გამოვიდა და ქარხნის თანამშრომელ ქალებს მიმართა.
პოლიტიკოსის თქმით, ბევრი ქალი სახეზე „ყველანაირ სიბინძურეს“ ისვამს. მან განმარტა, რომ ქალებს კოსმეტიკური საშუალებები ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში ვერ ეხმარება.„სილამაზისთვის ყველაზე კარგი წამალი არის ნიჩაბი ხელში აიღოთ და თოვლი გაწმინდოთ. დამიჯერეთ, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა. მაშინ ყოველთვის ახალგაზრდები, ლამაზები და ჩვენთვის, კაცებისთვის, სასურველები იქნებით“, - განაცხადა მან.