სილამაზის სალონს ავტომობილი შეეჯახა - დაღუპულია 4 და დაშავებულია 9 ადამიანი (აშშ)

ავარია

4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლონგ აილენდში მომხდარი შემთხვევის დროს. ავტომობილი სილამაზის სალონს შეეჯახა.

დაღუპულები და დაშავებულები შემთხვევის დროს სალონში იმყოფებოდნენ. დაშავდა ავტომობილის მძღოლიც. ის კლინიკაშია გადაყვანილი და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ინციდენტის მიზეზს გამოძიება დაადგენს.