ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის წყვილი რომანტიკული კომედიის ინსპირაციად იქცა

ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის წყვილი

ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგა (NFL) სატელევიზიო Hallmark-თან თანამშრომლობით ახალ საშობაო ფილმზე იწყებს მუშაობას. Holiday Touchdown: A Chiefs Love Story – ასე ჰქვია დაანონსებულ რომანტიკულ საახალწლო კომედიას. საერთაშორისო პრესის ინფორმაციით, ფილმი ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის წყვილით არის შთაგონებული.

ფილმის გადაღებები ივლისში კანზას-სიტიში დაიწყება.  ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, სიუჟეტი სპორტული ჩემპიონატის ირგვლივ განვითარდება. აღსანიშნავია, რომ ფილმი არ არის მხატვრული ეკრანიზაცია და რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით გადაღებული კინოსურათი.

ტეილორ სვიფტი და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტრევის კელსი ერთმანეთს 2023 წლიდან ხვდებიან.