1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
„დედა, წამიყვანე“: 26 წლის შემდეგ ზანზიბარის ციხიდან გამოუშვეს სიკვდილით დასჯილი რუსი
რუსი დიმიტრი კოსიაკოვი ზანზიბარში (ტანზანიის ნაწილი) 26 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის მეგობრის მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. როგორც kp.ru წერს, მამაკაცმა ჯოჯოხეთის ყველა წრე გაიარა, მაგრამ მოახერხა სხვა პატიმრების პატივისცემა დაემსახურებინა. ის 11 იანვარს გაათავისუფლეს და რუსეთიდან ჩასულ დედას ჩაეხუტა, რომელიც თითქმის 20 წელია არ უნახავს.
დიმიტრი ბავშვობიდან ცხოვრობდა ზანზიბარში, სადაც ჩამოვიდა დედასთან და მამინაცვალთან ერთად, რომლებიც მუშაობდნენ საზღვაო კომპანიაში და ემსახურებოდნენ გემებს. ბავშვობაში ის დაუმეგობრდა კუნძულზე მომუშავე რუსი ექიმების შვილებს - ალექსეი სოტნიკოვს და ივან ოჩიროვს.
1997 წლის 15 დეკემბერს, სოტნიკოვი ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს და 18 600 დოლარიც წაღებული იყო სახლიდან. მის მეგობრებს, 18 წლის ოჩიროვს და 19 წლის კოსიაკოვს ბრალი ედებოდათ დანაშაულში, თუმცა მტკიცებულებები მცირე იყო. მათ თავდაპირველად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა გარდაცვლილის დედამ საჩივარი შეიტანა.
საქმეში არსებული შეუსაბამობების მიუხედავად, სასამართლომ ახალი სასჯელი - ჩამოხრჩობით სიკვდილი გამოუტანა. კოსიაკოვმა თითქმის ერთი წელი გაატარა ციხეში და ელოდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, სანამ საქმეში ზანზიბარის ხელისუფლება არ ჩაერია და სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.
ოჩიროვი 2013 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა. კოსიაკოვი ციხეში სცემეს. მან დაკარგა კბილები, მიიღო მოტეხილობა ნეკნების, ყბის, ხელებისა და ფეხების არეში და ცხრა ნაკერი ჰქონდა თავის არეში. თუმცა, კაცმა მოახერხა, გამხდარიყო საუკეთესო მზარეული პატიმრებს შორის და ასევე ისწავლა სუაჰილი. კოსიაკოვს ადრეულ გათავისუფლებაში დაეხმარა თანამემამულე, რომელიც გადავიდა საცხოვრებლად აფრიკაში. ამნისტია მოხდა ზანზიბარის რევოლუციის 60 წლისთავთან დაკავშირებით და ციხიდან 11 იანვარს გაათავისუფლეს.
"რატომ ხარ აქ, დედა? წამიყვანე! სახლში წავიდეთ!" - უთხრა დიმიტრიმ დედას, რომელიც მასთან ჩაფრინდა.
ახლა მამაკაცი 45 წლისაა. რუსული პასპორტის მიღებას ელოდება და სამშობლოში დაბრუნება სურს. კოსიაკოვი ოცნებობს, ადგილობრივი ბავშვებისთვის ფიოდორ დოსტოევსკის ან ანტონ ჩეხოვის ნაწარმოებები სუაჰილიზე თარგმნოს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ნიკა არაბიძე „რუსთავი 2-ზე“ დაბრუნდა - ცნობილია, რომელ გადაცემაში ვიხილავთ შოუმენს