დედამ, გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა - პროკურორი

14 წლის გოგო

პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგარამოვამ გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. ვინაიდან დღეს დაკითხული მოწმეები იმ სახლში არ იმყოფებოდნენ, სადაც ბიძის ჩართულობა და როლი გამოიკვეთა, მათ არ უსაუბრიათ. დედის მოტივზე თავად დედამ უნდა ისაუბროს, საქმეში ლოგიკური კავშირით რაც დადგენილია, არის ის, რომ ბავშვმა დედას დაურეკა, რისი მიზანიც იმ გარემოს მოშორება იყო, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ ბავშვი დედასთან ერთად დაბრუნდა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, მკვლელობაში ბრალდებულს ხომ არ უსვრია და ხომ არ დამუქრებია მოკლულის დედას, პროკურორი პასუხობს, რომ ეს გამოძიებით დადგენილი არ არის.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე მეც, ბრალდებულ ეგანასაც ჰქონდა კითხვების დასმის საშუალება და მან კითხვები დასვა, თუმცა, ამ საკითხებზე არ უსაუბრია, არ უკითხავს იმ მოცემულობით, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაემუქრა, იარაღი ისროლა. ჩვენ გამოძიებით ეს გარემოებები დადგენილი არ გვაქვს, შესაბამისად, გამოძიებით არსებულ გარემოებებზე შემიძლია ვისაუბრო, ეს არ ყოფილა გამოკვეთილი, თავად ბრალდებულს ამ საკითხებზე არ უსაუბრია“, - განაცხადა გოგრიჭიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდი იქნება 19 და 20 იანვარს - ნახეთ, ახალი პროგნოზი

როგორ ბედნიერებას მოუტანს იანვრის მეორე ნახევარი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს

რა სიურპრიზი მოუმზადეს მაყურებელს ნუცა ბუზალაძემ და პაატა გულიაშვილმა