ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
„ჰამასი“ ისრაელის ჯარისკაცს თუ გაიტაცებს, ქალაქი ღაზა მოსახლეობისგან დაიცლება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებობს „სხვადასხვა განზრახვა და სადაზვერვო მონაცემები“, რომლებიც მიუთითებს, რომ „ჰამასი“ ისრაელელთა გატაცების ახალ მცდელობებს გეგმავს.
კაცი საფრთხის შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აფრთხილებს როგორც ღაზაში მოქმედ სამხედრო დაჯგუფებას, ისე ირანსა და თურქეთს.
„სხვადასხვა განზრახვისა და სადაზვერვო მონაცემების გათვალისწინებით, ვაფრთხილებ ტერორისტულ ორგანიზაციასა და მის მხარდამჭერებს — ირანიდან დაწყებული ერდოღანით დამთავრებული: თუ თუნდაც ერთი ისრაელელი ჯარისკაცი ან მშვიდობიანი მოქალაქე იქნება გატაცებული, ქალაქ ღაზის მთელი მოსახლეობა — ერთი მილიონი ადამიანი — სამხრეთის მიმართულებით იქნება ევაკუირებული“, — აცხადებს კაცი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ისრაელი „არ დაიხევს უკან ღაზაში არსებული „ყვითელი ხაზიდან“ ღაზის შიგნით დისლოკაციის ახალ ხაზებზე, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება და ღაზა არ განიარაღდება.