პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავის სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დაიკითხნენ მკვლელობაში ბრალდებულის, ალიმ სადიკოვის დები. ერთ-ერთმა დამ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ნიშნობა ნამდვილად შედგა, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ქორწილი მაშინ გაიმართებოდა, როცა აითაჯი 18 წლის გახდებოდა.
დის მტკიცებით, მკვლელობის დღეს აითაჯი 27 წლის საქმროს სახლში სტუმრად იმყოფებოდა.
„ნიშნობაზე ვიყავით მე, ჩემი და და ოჯახის სხვა წევრები. იქ დაგვხვდა ხალხი. მარტო დედა ვიცანი. წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის რომ გახდებოდა აითაჯი, დაქორწინდებოდნენ, თუ ერთმანეთში ვერ მორიგდებოდნენ, დაშორდებოდნენ. ჩვენთან ნიშნობა ასე ხდება. ოჯახების მოლაპარაკებაა ეს. აითაჯთან არ მისაუბრია....ჩვენი წესების მიხედვით, დანიშვნის მიუხედავად, 18 წლის სანამ არ გახდება გოგო, მას არ აქვს ვალდებულება სადმე იაროს ბიჭთან ერთად. სულ ვუშლიდი აითაჯს ამას“, თქვა მკვლელობაში ბრალდებულის დამ.
მას სიტყვით გამოსვლა აითაჯის დედამ შეაწყვეტინა და მიმართა - „ყველაფერი სიმართლე თქვას. თავის ძმაზე რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ის არის“, - თქვა ბრალდებულმა დედამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი ამინდი იქნება 19 და 20 იანვარს - ნახეთ, ახალი პროგნოზი
ქალმა ვიქტორიანული კაბის ჯიბეში კოდირებული შეტყობინება იპოვა: წერილი გაშიფრულია