„სიენენი“ - ICE-ის აგენტმა ავტომობილში მყოფი ქალი მას შემდეგ მოკლა, ქალმა სამართალდამცველებისთვის მანქანით გადავლა სცადა

ICE-ის აგენტმა

მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სროლა იმ ფონზე მოხდა, როდესაც მინესოტის შტატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სააღსრულებლო ღონისძიების გამო იმიგრაციის წინააღმდეგ რეპრესიების წინაშე დგას.

„სიენენი“ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მინეაპოლისში დაახლოებით ორი ათასი ფედერალური აგენტი გაიგზავნა.

„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერმა სასიკვდილო გასროლა მას შემდეგ განახორციელა, რაც ქალმა სამართალდამცველებისთვის მანქანით გადავლა სცადა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ინციდენტს – „შიდა ტერორიზმის აქტი“, თავად ქალს კი „არეულობის მონაწილე“ უწოდა და აღნიშნა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერმა „თავდაცვითი გასროლა“ განახორციელა.

მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი კი ICE-ს აგენტის მონაწილეობით მომხდარი სროლის გამო შეშფოთებულია და მოითხოვს, რომ მათ ქალაქი დაუყოვნებლივ დატოვონ. მისივე თქმით, ფედერალური საიმიგრაციო სამართალდამცავი ორგანოები ქალაქში მხოლოდ ქაოსს იწვევენ.

ჯეიკობ ფრეის განცხადებით, იმიგრანტებისა და ლტოლვილების გვერდით დგას და ICE-ს აგენტების მიერ ქალაქის დატოვებას მოითხოვს.