ცნობილია, თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
1737716193
სი ძინპინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ძალიან ამბიციური კაცია, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან გუშინდელი საუბრის შესახებ, რაზეც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გუშინ სი ძინპინთან საუბარი კარგად წარიმართა.
„ეს იყო კარგი, მეგობრული საუბარი. მე მასთან კოვიდამდე კარგი ურთიერთობა მქონდა. კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ მანამდეც გვქონდა სხვა კომუნიკაციები. ჩინეთი ძალიან მიზანდასახული ქვეყანაა, ის ძალიან ამბიციური კაცია. ის იყო ჩემთვის თითქმის მეგობარი. მე ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. მე ვიტყოდი, რომ ირანი განსხვავებული შემთხვევაა. ეს არის რელიგიური გარიგება, რომელიც ძალიან საშიშია, უაღრესად საშიში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დაურეკა. „ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვექნება, იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში“, – განაცხადა ტრამპმა.