შვედეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

შვედეთი

 შვედეთში შტორმ „იოჰანესის“ გამო 2 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის ინსტიტუტმა გამოსცა გაფრთხილება ძლიერი ქარის შესახებ ქვეყნის ჩრდილოეთ ნახევრის დიდ ნაწილში, სადაც შტორმი მძვინვარებს.

როგორც ადგილობრივი მედია და პოლიცია იტყობინება, ქვეყნის სამხრეთით მდებარე კუნგსბერგეტის სათხილამურო კურორტზე 50 წლამდე კაცი ხის დაცემის შედეგად და გარდაიცვალა; ხოლო რეგიონულმა კომუნალურმა კომპანია Hemab-მა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი „საველე პირობებში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ამასთან, „იოჰანესის“ გამო შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში ათობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სკანდინავიის ქვეყნების სხვადასხვა ნაწილში გაუქმებულია რამდენიმე ავიარეისი, მატარებლებისა და ბორნების მოძრაობა. შტორმის გამო შეფერხებებია საავტომობილო გზებზეც.