1741932481
შრი-ლანკის ენერგეტიკის მინისტრი ელექტროქსელის გათიშვის მიზეზად მაიმუნს ასახელებს

შრი-ლანკის ენერგეტიკის მინისტრმა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზად მაიმუნი დაასახელა, რომელიც კოლომბოს სამხრეთით მდებარე ელექტროსადგურში შეიჭრა და ელექტროქსელი გათიშა.
როგორც შრი-ლანკის ენერგეტიკის მინისტრმა, კუმარა ჯიაკოდიმ განაცხადა, მაიმუნი ტრანსფორმატორთან შევიდა კონტაქტში, რამაც სისტემის დისბალანსი გამოიწვია და ქვეყნის მასშტაბით, 22 მილიონ ადამიანს შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება - შრი-ლანკის ადგილობრივი დროით, შემთხვევა კვირას, დილის 11:00 საათზე მოხდა.
ელექტროენერგიის ნაწილობრივი აღდენა ამ დრომდე მიმდინარეობს.