შონ დიდის შვილების პირველი კომენტარი რეპერის დაპატიმრების შემდეგ

შონ დიდი

ამერიკელი რეპერის შონ დიდი ქომბსის, იგივე Puff Daddy-ის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მსოფლიო მედია და მთელი ჰოლივუდი მოიცვა. 

Puff Daddy, გასულ კვირას, ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ტრეფიკინგი, გაუპატიურება, რეკეტი და ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვა ედება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლის შიშით, Diddy ციხეში ჭამაზე უარს ამბობს და პარანოიდულ მდგომარეობაში იმყოფება.

პაფ დედის 7 შვილი ჰყავს. მათგან 3 -  კრისტიანი, ჯესი და დ'ლილა რეპერს მოდელისგან,  კიმ პორტერისგან ჰყავს, რომელიც 2018 წელს პნეუომონიით გარდაიცვალა. შონ დიდიმ ასევე იშვილა კიმ პორტერის ვაჟი, ქუინსი. 

მათ ინსტაგრამზე საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც გამოეხმაურნენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კიმ პორტერმა რეპერთან ურთიერთობის შესახებ წიგნი დაწერა:

„იმდენად ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ჩვენი მშობლების, კიმ პორტერისა და შონ დიდის შესახებ, რომ გადავწყვიტეთ ამის შესახებ ვისაუბროთ. 

ინფორმაცია, რომ თითქოს დედაჩვენმა წიგნი დაწერა - სიცრუეა. ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ამ წიგნის ხელნაწერი აქვს, იტყუება.  ასევე, იტყუება ის, ვინც თავს კიმის მეგობრად ან ოჯახის წევრად ასაღებს. 

ჩვენი ცხოვრება მაშინ დაიმსხვრა, როდესაც დედა დავკარგეთ. მისი გარდაცვალების შემდეგ არაფერი აღარაა ისე, როგორც იყო. 

გთხოვთ პატივი ეცით დედაჩვენს".

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Quincy (@quincy)