„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
საკუთარ შვილებს დედა მოუკლა, კიდევ ორ ბავშვს კი - მამა - 39 წლის ზვიად ზურაბაშვილმა სამი ადამიანი - მეუღლე და ბავშვობის 2 მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით ისე მოკლა, რომ რეაგირება ვერცერთმა ვერ მოასწრო.
კახეთი, სოფელი ახაშენი, დაახლოებით 12 საათი, სახლის აბაზანის რემონტს ზვიად ზურაბაშვილის მეზობელი და მეგობარი, ხელოსანი მალხაზ მამისაშვილი აკეთებდა.
ზურაბაშვილის მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა ამ დროს ახმეტაში ისვენებდნენ. ქმარმა ცოლს დაურეკა და დალაგების მიზნით, ახაშენში ჩასვლა სთხოვა. ფიქრია ტუგულაშვილი მშობლების სახლიდან, სოფელ მატანიდან, გურჯაანში ავტომობიულით ჩავიდა - ეს გზა მისთვის საბდისწერო აღმოჩნდა.
28 წლის ფიქრია ტუგულაშვილმა ახაშენში მეზობლად, მეუღლის ბიძის სახლში, ქმართან ერთად ისაუზმა და შემდეგ საკუთარი სახლის დალაგებას შეუდგა. ხელოსანი კედელს ლესავდა. ზვიად ზურაბიშვილმა ბიძას ალკოჰოლი სთხოვა და სახლში წაიღო. დაახლოებით ნახევარ საათში, ნათესავების მოსაკითხად მისულ დიმიტრი ზურაბაშვილს საზარელი სურათი დახვდა.
მას შემდეგ, რაც ცოლი და ერთი მეგობარი მოკლა, შეიარაღებულმა დამნაშავემ გეზი მეზობელი სოფლისკენ აიღო. ზეგაანში ბავშვობის კიდევ ერთ მეგობარს, როინ კობიაშვილს სამსახურში მიაკითხა. დაცვის ოთახიდან გამოსვლისთანავე, მას ცეცხლი გაუხსნა. ისიც ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტი, სავარაუდოდ, კამერბმა ასახეს, ჩანაწერები კი გამოძიების მასალებში ინახება. "კურიერი პიესი" მოკლული კობიაშვილის ოჯახში მივიდა. მეუღლე და დედა ვერ ხსნიან, რის გამო გაიმეტა მკვლელმა უახლოესი მეგობარი.
გადამღები ჯგუფი მესამე მოკლულის სახლშიც მივიდა. მომხდარის მოტივს ვერც მალხაზ მამისაშვილის ძმა ხსნის.
სამი ადამიანის მკვლელობის შემდეგ, დამნაშავე, ერთ-ერთი ვერსიით, ტყეში მიიმალა. თან ჰქონდა იარაღიც. ღამე აქ გაათენა, მეორე დღეს კი პოლიციას ჩაბარდა. ერთ-ერთი ვერსიით, სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი მეტყევის ავტომობილიდან ამოიღეს, რომელსაც ზვიად ზურაბაშვილმა პოლიციაში მიყვანა სთხოვა. მან, პირველივე ჩვენებაში, ბრალი აღიარა, ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში.
სიძის ქმედებებს მოკლული ქალის ოჯახი ერთადერთი მოტივით ხსნის. ირკვევა, რომ ფიქრია ტუგულაშვილს ქმარმა, მკვლელობამდე 2 წლით ადრე, ყელი გამოჭრა, თუმცა ქალის გადარჩენა ექიმებმა მაშინ მოახერხს. მამაკაცი დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალმა ჩადენილი ძალადობა ქმარს აპატია და შეურიგდა. თუმცა ზვიად ზურაბაშვილს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ სასჯელიუს მოხდის შემდეგ, მას პირობითი მსჯავრი დაედო. პატიმრობიდან დაახლოებით 2 თვის წინ გათავისუფლდა და ცხოვრება მეუღლესთან განაგრძო. 2 თვეში ქალს რამდენიმე ტყვია თავში ესროლა და მოკლა. მშობლები იმ დღეს იხსენებენ, როდესაც ქმარმა მათ შვილს დანით ყელში დაზიანება მიაყენა.
გამოძიების ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სამი ადამიანის განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით ჩაიდინა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან პროკურორი თავს იკავებს. ამ ეტაპზე, არ არსებობს ინფორმაცია, რომ ბრალდებულს რაიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, თუმცა, გამოძიების ფარგლებში, სავალდებულო ფსიქიატრიული ექსპერტიზა მაინც ჩატარდება.
1 თვეში 3 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის საქმის განხილვა იწყება. არ არის გამორიცხული, ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულები აირჩიოს.
16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - ასეთია სასჯელი ზვიად ზურაბაშვილის საბრალდებო მუხლით.