პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რომის პაპი ფრაცისკე აცხადებს, რომ შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დაიწყებს. ამის შესახებ BBC წერს.
მისივე თქმით, ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც იგრძნობს, რომ ჯანმრთელობა საქმის კეთებაში ხელს შეუშლის.
85 წლის პაპმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და უფალზეა დამოკიდებული, როდის დატოვებს თანამდებობას, თუ, საერთოდ, ეს მოხდება.
„[გადადგომის, პენსიაზე გასვლის] კარი ღიაა - ეს ნორმალური ვარიანტია. მაგრამ დღემდე ამ კარზე არ დამიკაკუნებია. რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ“, - ამბობს პაპი.
რომის პაპი კანადას სტუმრობდა. მან მთელი მოგზაურობა ეტლში გაატარა.