"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1741779265
საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დადებითად აფასებს.
კირ სტარმერი, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად ლიტრებთან შეხვედრას აანონსებს.
"სიხარულით მივესალმები ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთიც უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შაბათს ლიდერებს შევხვდები" - ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაა.
შედეგიანი აღმოჩნდა გუშინდელი, 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.