1737285948
შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში პირდაპირია და ყოველი ახალი ნაბიჯი ამ ჩართვის ხარისხს ზრდის - დიმიტრი პესკოვი
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მიცემა გააღრმავებს შეერთებული შტატებისა და ევროპის პირდაპირ მონაწილეობას ომში და მოსკოვის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.
„შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში პირდაპირია და ყოველი ახალი ნაბიჯი ზრდის ამ ჩართვის ხარისხს. ჩვენი პასუხი შესაბამისი იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხს განიხილავს. პესკოვს მიაჩნია, რომ დასავლეთმა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.