„შავი მამბა“ - კობი ბრაიანტისა და 13 წლის ჯანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

კობი ბრაინატი

ზუსტად 3 წლის წინ, მსოფლიო საზარელმა ტრაგედიამ შეძრა. NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი 2020 წლის 26 იანვარს, ვერტმფრენის კატასტროფისას დაიღუპა. იგივე ბედი ეწია პილოტსა და კიდევ შვიდ მგზავრს, რომელთა შორის იყო კობისა და ვანესას ქალიშვილი, 13 წლის ჯანა.

ტრაგედია კალიფორნიის დროით დილის 10 საათზე მოხდა. პოლიციის განმარტებით, კობის შვეულმფრენი ნისლიან ამინდში, კალაბასასის (კალიფორნია) მთებში ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველების თქმით, შვეულმფრენის ჩამოვარდნამ ხანძარი გააჩინა, რის გამოც სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისვლა გაუჭირდა.

კობი და ვანესა 2001 წლიდან იყვნენ დაოჯახებულები. 13 წლის ჯანას გარდა, მათ კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავთ - ნატალია (17), ბიანკა (3) და კაპრი (7 თვის).

კატასტროფის ადგილას მომუშავე ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის თანაშემწეებმა და მეხანძრეებმა დაღუპული ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ფოტოები გადაიღეს, რომელიც შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა. ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ გავრცელებულმა ფოტოებმა ვანესა ბრაიანტის ემოციური სტრესი გამოიწვია. სასამართლომ გადაწყვიტა დაზარალებულისთვის 16 მილიონი დოლარის გადახდა.

კრის ჩესტერი, რომლის ცოლი და ქალიშვილი ასევე დაიღუპნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, 15 მილიონ დოლარს მიიღებს.