ახალი დეტალები დაკავებული უკრაინელის საქმეში - აი, რას ამბობს ადვოკატი

კოკაინი

პოლიციამ აეროპორტში 3 კილოგრამი კოკაინი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, მას სამგზავრო ჩანთაში მოწყობილი ჰქონდა სამალავი, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებას ინახავდა. კოკაინი დაკავებულმა ბრაზილიიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა. 

დაკავებულის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა არ იცოდა რა გადმოჰქონდა საზღვარზე.

„თბილისის აეროპორტშია დაკავებული, ბრალის წარდგენას დავესწარი. თქვა, რომ მან არ იცოდა, რა მოჰქონდა. გამოატანეს რაღაც და უნდა გადაეცა გარკვეული პიროვნებისთვის, ნარკოტიკი იყო თუ არა, ამის შესახებ არაფერი იცოდა",- აცხადებს ადვოკატი. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.