,,ცვლილება საგამოცდო მარშრუტებზე” - შს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1779354579
თურქი მსახიობი, სერენაი სარიქაია ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის ფარგლებში დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ბაქირქოის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმის ფარგლებში მიღებული შეტყობინებების, შესწავლილი ციფრული მასალებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების თაობაზე, რის გამოც გაიცა ოპერაციის ჩატარების ბრძანება“,- ნათქვამია ბაქირქოის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქული მედია წერს, რომ სერენაი სარიქაია სტამბოლის ჟანდარმერიის ჯგუფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ეჭვმიტანილის სახით იქნა დაკავებული.
გამოძიების დეტალები გასაიდუმლოებულია. სერენაი სარიქაიას ადვოკატებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. სერენაი სარიქაია თურქეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მსახიობია.