„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
გუშინ საბერძნეთს საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი ესტუმრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მისმა არაორდინალურმა მოთხოვნებმა ადგილობრივები გააოცა.
როგორც გამოცემა წერს, ბინ სალმანმა, ათენში ვიზიტის ფარგლებში, 300 ლიმუზინი მოითხოვა. პრინცი საბერძნეთს სამი კერძო თვითმფრინავით ესტუმრა. მას მოაქვს ყველაფერი, რაც კი შეიძლება დასჭირდეს, დაწყებული ზეწრებით, დამთავრებული თეფშებით. რაც შეეხება სასტუმროს, რომელშიც განთავსდება, მთლიანად აქვს დაჯავშნილი და იქ არავინ დაიშვება, მის გარდა.
რაც შეეხება ლიმუზინებს, როგორც აღმოჩნდა, საბერძნეთში მსგავსი 300 მანქანა არ აქვთ, ამის გამო იძულებულები არიან, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოიყვანონ.