სასამართლომ ცოლი დაავალდებულა ქმრისთვის და მისი საყვარლისთვის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, ბოდიში მოეხადა

ღალატი

ჩინეთის ერთ-ერთ მოქალაქეს მოუწია საჯაროდ მოეხადა ბოდიში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებისთვის, რომლებშიც იგი ქმარს ღალატში ადანაშაულებდა. ამის შესახებ წერს South China Morning Post.

ქალმა სახელად ნიუ ნამ, რომელიც ჰენანის პროვინციიდანაა, ქმარი ღალატში გამოიჭირა და გადაწყვიტა დაესაჯა და ემხილებინა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით.დასაჯოს იგი ღალატისთვის. მან ამ თემაზე რამდენიმე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც არამხოლოდ აღწერდა ღალატს, არამედ მიუთითებდა ქმრის სამუშაო ადგილსაც და ავრცელებდა მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს.

ქმარმა მიმართა სასამართლოს, რომელმაც მისი სარჩელი გაიზიარა და შედეგად, ცოლი სასამართლომ დაავალდებულა 15 დღის განმავლობაში იმავე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს ბოდიში, რომელიც წინასწარ იქნება შემოწმებული სასამართლოს მიერ. მან საჯაროდ უნდა მოინანიოს ქმრისა და მისი საყვარლის წინაშე, რადგან საქმე ეხებოდა ორივეს რეპუტაციას.

სკანდალი ამით არ დასრულებულა, ქმარი დამსაქმებელმა სამსახურიდან დროებით გაათავისუფლა.