„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
დელავერის შტატის სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ იტყობინება.
სარა მაკბრაიდმა რესპუბლიკული პარტიის წარმომადგენელი ჯონ ვეილენ III დაამარცხა.
ხმების 95%-ზე მეტის დათვლის შემდეგ მაკბრაიდმა ხმების 58% მიიღო, ხოლო ვეილენმა – 42%.
„დღევანდელი საღამო არის იმის დასტური, რომ დელავერელები კანდიდატებს ვაფასებთ მათი იდეების და არა იდენტობის მიხედვით“, – განაცხადა მაკბრაიდმა.
როგორც „ენბისი ნიუსი“ იტყობინება, სარა მაკბრაიდი აქტიურად უჭერს მხარს საკანონმდებლო ინიციატივებს თანასწორობის, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ.
2016 წელს მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.