„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
ძვირფასო დონალდ ტრამპ, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ხელახლა არჩევას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
„არჩევნებში თქვენ მიერ მოპოვებული თავდაჯერებული გამარჯვება აშკარა გამოხატულებაა იმ დიდი მხარდაჭერისა და ნდობისა, რომელსაც მეგობარი ამერიკელი ხალხი პირადად თქვენი და თქვენ მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის მიმართ ავლენს. აზერბაიჯანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას. თქვენი პირველი პრეზიდენტობის დროს, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდით აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული, თანამშრომლობითი ურთიერთობების გამყარებას, ჩვენი თანამშრომლობის უწყვეტ, თანმიმდევრულ განვითარებას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დინამიკური გზით ხასიათდება ჩვენი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ნდობასა და მხარდაჭერაზე, მათ შორის ჩვენი ურთიერთქმედების რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში, განსაკუთრებით, გლობალურ გამოწვევებთან და ტერორიზმთან ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თქვენი მუდმივი მტკიცე მხარდაჭერა აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სტრატეგიაში. აშშ-სთან ჩვენი ერთობლივი საქმიანობის უზარმაზარი პოტენციალის გამოყენებით, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, კიდევ უფრო გავაფართოოთ და გავაღრმაოთ ორმხრივი პარტნიორობა ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ-კომერციულ, უსაფრთხოების, ენერგეტიკის და სხვა სფეროში.
გვჯერა, რომ თქვენი პრეზიდენტობის ახალი ვადის დროს აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. აზერბაიჯანი გააგრძელებს თავის ქმედებებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების მეგობრული ურთიერთობების გასაძლიერებლად, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს უმაღლეს სახელმწიფო საქმიანობაში მეგობარი ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911