ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
ჩინეთში, შანხაიში მცხოვრებმა მილიონერმა ქალმა გადაწყვიტა, შვილების ნაცვლად ქონება საკუთარ შინაურ ცხოველებს - ძაღლებსა და კატებს დაუტოვოს. ბიზნესინსაიდერის ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების შემდეგ $2.8 მილიონის ოფიციალური მფლობელები სწორედ მისი ოთხფეხა მეგობრები გახდებიან.
ქალი, გვარად ლიუ, შვილებს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ავადმყოფობის დროს არც ერთმა მათგანმა არ მოინახულა. სამაგიეროდ, მისივე სიტყვებით, “ძაღლებმა და კატებმა განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინეს და იგი არასდროს მიუტოვებიათ”.
ანდერძის მიხედვით, ქონება შინაური ცხოველების მოსავლელად დაიხარჯება. რადგანაც ჩინეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ქალს ქონების ცხოველებზე გადაფორმების საშუალებას მისცემს, ფინანსურ მენეჯმენტზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა ვეტერინარულმა კლინიკამ აიღო. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ქალბატონი ლიუს ძაღლებისა და კატების მოვლას.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მილიონობით ფულადი მემკვიდრეობის პატრონი შინაური ცხოველი გახდა. 1992 წელს გერმანიაში ძაღლს $65 მილიონი დაუტოვეს, რითაც ის მსოფლიოს უმდიდრეს შინაურ ცხოველად იქცა.