1758053825
საოცარია, მაგრამ ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად არ არის საჭირო იდენტიფიცირება, ბიბლიოთეკის ბარათის წარდგენაც კი არ არის საჭირო - ილონ მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში მასკი ამტკიცებს, რომ ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად ამომრჩევლის იდენტიფიცირება არ არის საჭირო.
„საოცარია, მაგრამ ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად არ არის საჭირო იდენტიფიცირება, ბიბლიოთეკის ბარათის წარდგენაც კი არ არის საჭირო!“, - წერს ილონ მასკი.
The mind-blowing thing is no identification to vote WHATSOEVER, not even a library card, is required in the gray states! https://t.co/gQ4j4eRvTm
— Elon Musk (@elonmusk) October 30, 2024