VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
63 წლის ქალი ქოლგის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევა სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე მოხდა.
ძლიერი ქარის გამო, ქოლგა ქალს მკერდის არეში დაეცა. ქალი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმის თქმით, გარდაცვალების მიზეზი ქოლგის ღერძით მიყენებული მკერდის ტრავმა იყო.
აშშ-ის ფედერალური სააგენტოს სტატისტიკით, ყოველწლიურად სანაპიროს ქოლგით დაახლოებით 3000 ადამიანი ზიანდება. რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, მას მკერდის არეში ქოლგის წვეტიანი ბოლო დაეცა. დაშავებული კი გზაში მანამდე გარდაიცვალა, სანამ საავადმყოფოში მიიყვანდნენ.