დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ფლოტის სარდალი შეცვალა. ამ პოზიციის დროებით შემსრულებლად ვიცე-ადმირალი, ვიქტორ სოკოლოვი დაინიშნა.
ინფორმაცია თავად სოკოლოვმა დაადასტურა. მისი თქმით, შავი ზღვის ფლოტის სარდლის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 10 აგვისტოს დაინიშნა.
ინფორმაცია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის შეცვლის შესახებ მედიაში გასულ დღეებშიც ვრცელდებოდა, თუმცა აქამდე არ დადასტურებულა.
2019 წლის მაისიდან შავი ზღვის ფლოტის სარდალი იგორ ოსიპოვი იყო. მისი გადაყენების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრეისერი "მოსკვა" ჩაძირეს.
სოკოლოვი აქამდე, 2013 წლიდან რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სარდლის მოადგილე იყო