იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს
1727946864
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ კითხვები ექნება მასთან გამოძიებას მზადაა უპასუხოს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციას, ვახტანგ გომელაურის თქმით, მას და ბიძინა ივანიშვილს თვეებია არ ჰქონიათ კომუნიკაცია, შესაძლოა წელიც კი.
„რა თქმა უნდა მე მზად ვარ თუ კითხვები ექნებათ, პასუხი გავცე გამოძიებას. სადაც არ უნდა იყოს. ბატონ ბიძინას უდიდეს პატივს ვცემ რა თქმა უნდა, მაგრამ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია დიდი ხანია, თვეებია, შეიძლება წელიც“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად კანონიერად მოხდა სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრების შეშვება პაემანზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა უკვე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კანონის სრული დაცვით მოხდა მათი შეშვება წინასწარი დაკავების იზოლატორში.
"მე იუსტიციის მინისტრი არ ვარ თუმცა როგორც ვიცი იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ამაზე განცხადება, სრულიად კანონის დაცვით მოხდა მათი შეშვება. შეიძლებოდა, შეიძლებოდა უფლება აქვს კანონით გამომძიებელს ერთჯერადად დაუშვას ესა თუ ის პიროვნება შეხვედრაზე პატიმართან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.