სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, – ამის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დიზელის საწვავის გადამმუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული.

„ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო ზარალდება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, ძირითადად, სამხედროები, იღუპებიან. რა სამწუხაროა!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.