სამხრეთ კორეის არმიამ დასახლებული პუნქტი შეცდომით დაბომბა - არიან დაჭრილები

 Reuters

სამხრეთ კორეაში, პოჩონის რაიონში, სამხედრო წვრთნებისას, არმიის გამანადგურებლებმა დასახლებული პუნქტი შეცდომით დაბომბა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დაშავებულია 15 ადამიანი. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა მომხდარის გამო ბოდიშს იხდის და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ვწუხვართ მიყენებული ზიანისთვის. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - აღნიშნულია საჰაერო ძალების განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის - აანაზღაურებენ ზიანს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.