დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
იტალიური მოდის სახლი Prada სავარაუდოდ შეძლებს, რომ შეიძინოს ბრენდი VERSACE , "კაპრი" ჰოლდინგიდან.
Bloomberg-ის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება ბრენდის აქტივების თითქმის 1,5 მილიარდ ევროდ შეფასებაზე. გარიგება შეიძლება დასრულდეს მარტის ბოლომდე.
Capri Holding-მა ვერსაჩე 2018 წელს 1,85 მილიარდ ევროდ შეიძინა. მოდის სახლს PRADA, რომელიც ასევე ფლობს Miu Miu-ს და Church s-ის ბრენდებს, აქვს ასეთი მდიდრული შესყიდვის საშუალება.
ლუქს ბრენდების ბაზრის შესუსტების პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეკორდულად დაბალი გაყიდვები, Prada რჩება ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებიც ახერხებენ მოგების გაზრდას.
მაგალითად, 2024 წლის მესამე კვარტალში იტალიური ბრენდის შემოსავალი 18 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, Prada-მ , VERSACE-ს ყიდვა მიზნად ისახავდა არა, მხოლოდ ბაზარზე პოზიციების გამყარების სურვილის გამო არამედ ბრენდს ასევე წმინდა პატრიოტული გრძნობები ამოძრავებს.
Prada, Versace-ს დახმარებით, სურთ დაიწყონ ორიგინალური იტალიური ბრენდების სამშობლოში დაბრუნების პროცესი და იქ შექმნან ჯგუფი, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო გიგანტებს ამ სექტორში.
საუბარია ძირითადად ორ ფრანგულ მოდურ იმპერიაზე: LVMH (Louis Vuitton Moёt Hennessy) და Kering. პირველი, ისეთი ცნობილი იტალიური სახლების კონტროლის ქვეშ, როგორებიცაა Fendi, Bulgari, Loro Piana, Emilio Pucci, ასევე სუნამოების ბრენდი Acqua di Parma.
კერინგმა კი, თავის მხრივ, მოახერხა GUCCI, BOTTEGA VENETTA და BRIONI შეძენა. მთელი ამ წლების განმავლობაში იტალიელი ჩინოვნიკები არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ფრანგები არ ანადგურებენ იტალიური ბრენდების დნმ-ს არამედ პირიქით, ახალ გლობალურ დონეზე გადაჰყავთ. მაგრამ პროფესიონალებსა და მოქალაქეებს შორის არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ბელ პაეზში დაბადებული ბრენდები მოდის სფეროში იტალიის ისტორიული კონკურენტების ხელში აღმოჩნდა.
ამიტომ ბევრი ადგილობრივი ექსპერტი Prada, Versace-ს სავარაუდო შეძენას უწოდებს გარდამტეხ მომენტს ლუქს ბრენდების სამყაროში, რომლის წყალობითაც იტალიურ წამყვან მოდის სახლებს შეუძლია საკუთარი თავის დამტკიცების შანსი ჰქონდეს.
ავტორი: სოფა აბაშიძე