სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს გაიმართება

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2024 წლის მიწურულს დაიწყო. მაშინ მოქმედმა და მოგვიანებით იმპიჩმენტგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 3 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის ბლოკირების განკარგულება მისცა.

საპასუხოდ, პარლამენტში უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციურმა ძალამ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა.

იუნ სუკ იოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ექსპრეზიდენტი დააკავეს. იმპიჩმენტის გამოცხადების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომელმაც გუშინ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.